Friday, January 18, 2013

უპატრონო ცხოველები



        საქართველოში უპატრონო ცხოველების პრობლემა ისევ აქტუალურია. ამ პრობლემა 90_იან წლებიდან დღემდე ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. ქვეყანაში არსებობს  “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება,”  რომელიც დაუღალავად იბრძვის აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს არაჰუმანური მეთოდებით ბრძოლა. ალბათ არაერთი  სიუჟეტი გვინახავს ტელევიზიით ან გვსმენია, რაც ადასტურებს, ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემის ძირითადი არსის შესწავლის გარეშე მიმდინარეობს ცხოველების მასობრივი განადგურება არაჰუმანური, “სადისტური მეთოდებით.” არ ხდება დაჭერილი ცხოველების ინდენტიფიცირება ანუ მფლობელის დადგენა, სამედიცინო გამოკვლევა და ჯანმრტელი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა თუნცა რა თავშესაფარზეა საუბარი როცა ქვეყანას ტუ არ ვცდები თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნია სადაც ცხოველებს სათანადო დახმარებას გაუწევენ.
           მახსენდება ერთი საზარელი ფაქტი, რომელიც გასულ წელს მოვისმინე საინფორმაციო გადაცემაში            ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე ბავშვებმა ცოცხლად გაატყავეს და ხეზე ჩამოკიდეს ძაღლი. აქედან გამომდინარე მე მიჩნდება შეკითხვა თუ რატომ აქვს ჩვენ საზოგადაოებას პრეტენზია მაღალ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე როცა ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები ესეთ სისასტიკეს ჩადიან. ჩვენ კი გურგლირად ვუყურებთ ყოველივე ამას და შემდეგ ყოველივე ეს მხოლოდ გაჭორვის საგანი ხდება, სინამდვილეში კი ამ დანაშაული აღმოსაფხვრელად არაფერი კეთდება.
           ალბათ ყოველი თქვენგანი შეხვედრია მაწანწალა ძაღლებსა და კატებს ქუჩაში. მათი არსებობა პრობლემებს წარმოადგენს არამარტო იმის გამო , ქუჩაში მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ცხოვრება და რომ მათ სიცოცხლეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრება, არამედ იმის გამოც, რომ უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლად გვევლინებიან. მაწანწალა ცხოველების არსებობოსი ერთ-ერთი მიზეზი პატრონების გულგრილობაა. ბევრი მათგანი არ ზრუნავს ცხოველთა შობადობის გაკონტროლებაზე და არასასურველ ლეკვებსა და კნუტებს მარტივი გზით იცილებენ თავიდან
_ ქუჩაში აგდებენ მათ. ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა ცხოველის აყვანა. კნუტები და ლეკვები, რომლებსაც ბავშვები გართობის საგნად იყენებენ ხშირად ქუჩაში აღმოჩნდებიან ხოლმე.


No comments:

Post a Comment