ცხოველთა დაცვა

       ცხოველთა დაცვა ბუნების დაცვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.ბუნების, კერძოდ ფაუნის შენარჩუნება იმ სახით, როგორითაც მან დღემდე მოაღწია თითოეული ადამიანის მოვალეობაა.ცხოველთა დაცვა ამავე დროს ჰუმანიზმის საკითხია. ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაში ჩვენი სულიერი სამყარო ვლინდება. ცხოველთა დაცვა აუცილებელია არა მარტო ბუნების, არამედ თვითონ საზოგადოების სულიერი წონასწორობის დასაცავად. დამოკიდებულება, როგორც უნიკალური ან გადაშენების პირას მისული ცხოველებისა და ფრინველების, ისე მაწანწალა ძაღლების მიმართ ჩვენივე სულიერების სახეა.
     მრავლად არიან ზოოფანატებიც, ცხოველთა დაცვის საკითხზეე საღად მოაზროვნე მოქალაქეებიც, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც, თუ მათ ამის საშუალება მიეცემოდათ, იშვიათად ცხოველებზე ნადირობაზე უარს არ იტყოდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, რაჭის კავკასიონზე ცხოველზე ოთხი დასავლურქარული ჯიხვის მკვლელობის ფაქტი.  საზოგადოება განსაკუთრებით შინაური ცხოველების მიმართ მკვეთრად მომხმარებლურია, საზოგადოება განსაკუთრებით აგრესიულია მაწანწალა ძაღლების მიმართ, რომლებიც მისგან სრულიად დაუცველნი არიან.

No comments:

Post a Comment