ცხოველთა უფლებები

                    “ ცხოველთა უფლებები მოიცავს სამ ძირითად უფლებას”
  
          1. სიცოცხლის უფლება: გაუმართლებელია ცხოველის მოკვლა ხორცის, ტყავის, ბეწვეულის, ძვლისა თუ სხვა ნივთიერების გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ პროდუქტს ჰუმანური ალტერნატივა გააჩნია. ხორცის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია მცენარეული საკვები მივიღოთ, ტყავისა და ბეწვეულის ნაცვლად შეგვიძლია მცენარეული ან სინთეტიური წარმოშობის მატერიისგან დამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვათ და ა.შ. ადამიანს, რომელიც ხორცზე უარს ამბობს, ვეგეტარიანელი ეწოდება, ხოლო მას ვინც უარს ამბობს ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ პროდუქტზე – ვეგანი.
       2. ჯანმრთელობის უფლება: საგანგებო ლაბორატორიებში ცხოველებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ, რომელთა უმეტესობა ცხოველის სიკვდილით სრულდება. ამ ექსპერიმენტებს განსაკუთრებული სისასტიკე ახასიათებს – ცხოველის ხელოვნური დასნეულება, გაკვეთა, დასახიჩრება და ნელი და მტანჯველი სიკვდილი. ცხოველებს ტკივილის ისეთივე შეგრძნება გააჩნიათ, როგორც ჩვენ. ექსპერიმენტების შეცვლა შესაძლებელია ალტერნატიული პროგრამებით, რომლებიც გაცილებით რაციონალურია და გამორიცხავს ცხოველის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლების ხელყოფას.
       3. თავისუფლების უფლება: ცხოველებს ფართოდ იყენებენ ცირკებსა თუ სხვა გასართობ სანახაობებში, სადაც მათ დაშინების, ცემისა თუ სხვაგვარი სასჯელის გზით აიძულებენ არაბუნებრივი მოძრაობები შეასრულონ. ამგვარი სანახაობების მესვეურები უმეტეს შემთხვევაში სრულიად არ ზრუნავენ ცხოველთა მდგომარეობაზე, თვითონ კი ყოველივე ამისგან დიდ ფულად მოგებას იღებენ. ცხოველები არ უნდა იყვნენ გართობის, დამცირებისა და ექსპლოატაციის ობიექტები.                                                                                                            

No comments:

Post a Comment