რისი გაკეთება შეგვიძლია


თუ თქვენ გყავთ ძაღლი ან კატა, იზრუნეთ მის კონტრაცეფციაზე (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე), რათა თავიდან აიცილოთ ცხოველის არასასურველი შობადობა. თუკი ამის თავიდან აცილება ვერ მოახერხეთ და დაბადებული ლეკვებისა თუ კნუტების სახლში გაჩერება არ შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ მზრუნველი პატრონი მოუძებნოთ. შეგიძლიათ ამის თაობაზე საგანგებო განცხადება განათავსოთ გაზეთში.
       თუ თქვენ არა გყავთ ძაღლი ან კატა, და გსურთ მისი აყვანა, კარგად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა ამისთვის. გახსოვდეთ, რომ ძაღლსა და კატას სათანადო კვება და მზრუნველობა ესაჭიროება, რის გარეშეც იგი შესაძლოა დაავადდეს.  თუ ამის საშუალება გაქვთ, დააპურეთ ან შეიფარეთ უსახლკარო ცხოველები.
      თუკი თქვენი მეზობლები აპირებენ დამჭერი ბრიგადის გამოძახებას ახლომახლო მცხოვრები უწყინარი უპატრონო ცხოველების თავიდან მოსაცილებლად, აუხსენით მათ, თუ რა ბედი ელის დაჭერილ ცხოველებს. ეცადეთ, რომ ყოველგვარი კანონიერი გზით ხელი შეუშალოთ უწყინარი უპატრონო ცხოველების "ბეიკერის
c0000cc6d224.jpgორმოში" მოხვედრას.

No comments:

Post a Comment